წყალდიდობა მექსიკაში - ძლიერი წვიმა და ქარი ქარიშხალმა "ლორენამ" გამოიწვია

წყალდიდობა მექსიკაში

წყალდიდობაა მექსიკაში - დატბორილია ქუჩები. ძლიერი წვიმა და ქარი ქარიშხალმა "ლორენამ" გამოიწვია. სტიქიის ზონიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ მანქანები. დაზიანდა გზები.

სტიქიის ზონაში მყოფი პირები ადგილზე გადაადგილებას მხოლოდ ფეხით და მოტოციკლებით ახერხებენ.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მთიან რაიონებში მეწყრის პოტენციური წარმოშობის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.