პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კიდევ ერთი მიწისძვრა თურქეთში - ჰატაის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგებმა 6.4 მაგნიტუდას გადააჭარბა. ამჯერად სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ვარაუდობენ, რომ სტატისტიკა გაიზრდება, დაშავებულია ასობით მოქალაქე.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქალაქ მარსინში. ქართველი ემიგრანტი „პრაიმტაიმს“ არსებულ ვითარებაზე უყვება.
„ძალიან შეშინებულები ვართ, ნორმალურ ცხოვრებას ვერ ვუბრუნდებით. შევხედავ მდგომარეობას... ბილეთებს ავიღებ და საქართველოში დავბრუნდები. ჩემი მეუღლე დედმამიშვილებს არ ტოვებს, რა გავაკეთო არ ვიცი.
როგორც ჩანს, წუხელ ზღვის ზოლზე მოხდა მიწისძვრა და ჩვენმა ქალაქმა ასე იმიტომ განიცადა. პოლიცია მოვიდა და გვითხრეს, რომ ტერიტორიას გავრიდებოდით, რადგან საშიში იყო. ახლა ახლობელთან ვართ, 1 საათის სავალზე წამოვედით. ახლობელთან ვართ შემოკედლებული.
მეუღლე მეუბნება, როგორ დავტოვო აქ ყველაფერიო... ვნახოთ, თუ დავითანხმე წამოვალთ, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, უძილობას ვეღარ ვუძლებ. ფსიქოლოგიურადაც ვერ ვარ კარგად...“ - ამბობს ემიგრანტი.