ცნობილია ვინ არის კახეთში, კოტეჯში გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა

policiis lenti

თელავში, შუამთის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად, ორი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც სხეულის 60%-იანი დამწვრობა აქვს მკურნალობის კურსს კლინიკაში გადის.

ერთ-ერთი გარდაცვლილი 25 წლის გიორგი გრიგალაშვილია. 

„ტრაგიკულად გარდაიცვალა გიორგი გრიგალაშვილი, პანაშვიდი ოთხშაბათს 14დეკემბერს. გამოსვენება ხუთშაბათს, 15 დეკემბერს სურამის წმინდა გიორგის ეკლესიიდან 14:00 საათზე“ - დაწერა გარდაცვლილი ბიჭის ნათესავმა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კოტეჯში 4 ადამიანი იმყოფებოდა. გაჩენილი ხანძრიდან იქ მყოფმა პირმა მხოლოდ ერთის გამოყვანა შეძლო, ორი კი ადგილზე დაიღუპა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილები ქართლის რეგიონიდან იყვნენ და ისინი შუამთაში, ერთ-ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ.