ცნობილ ქართველ მსახიობს მეუღლე გარდაეცვალა - გოგი დოლიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

jpg

ცნობილი კინომცოდნე, პროფესორი გოგი დოლიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ასევე, ცნობილი მსახიობის, გივი ჩუგუაშვილის მეუღლის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.  

"ცნობილ ქართველ მსახიობს, ჩემს უახლოეს მეგობარს და თანამებრძოლს, ბ-ნ გივი ჩუგუაშვილს გარდაეცვალა მეუღლე - მსახიობი  მანანა  გოდერძიშვილი.

დასაფლავება ქ. გორშია და იმაზე მწყდება გული, რომ ვერ დავესწრები ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ღმერთმა გაანათლოს ქ-ნ მანანას სული, გივის კი მისთვის ჩვეულ მხნეონას ვუსურვებ - საქართველოს ტეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით" - წერს პროფესორი გოგი დოლიძე.

თავად გივი ჩუგუაშვილი რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ეს მისთვის მეორე ქორწინება იყო და მისი მეუღლეც მსახიობი გახლდათ. 

"პირველი ქორწინება მხოლოდ სამ წელიწადს გაგრძელდა. მყავს შვილები და შვილიშვილები. ჩემი ახლანდელი მეუღლეც მსახიობია. ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ამიტომაც, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ. ბედნიერებაა, როცა ცხოვრობ მასთან, ვინც გიყვარს." - ამბობდა გივი ჩუგუაშვილი. 

როგორც თავად მსახიობი ჩუგუაშვილი ამავე ინტერვიუში აღნიშნავდა, მან პირველი სერიოზული კინოროლი 1975 წელს გადაღებულ ფილმში "კავკასიელ ტყვეში" ითამაშა. 

"პირველი სერიოზული როლი ვითამაშე, გიორგი კალატოზიშვილის ფილმში „კავკასიელი ტყვე“, რომელიც ტოლსტოის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. მახსოვს, გადაღებები ფიაგდონში მიმდინარეობდა (ჩრდილოეთ ოსეთში).

სულ დაახლოებით ორმოცდაათზე მეტ ფილმში ვარ გადაღებული.

ცნობისთვის, გივი ჩუგუაშვილი 1971-1979 წლებში რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის, 1979 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

მონაწილეობდა სპექტაკლებში: "დემეტრე თავდადებული","ცილინდრი", "ჯაყოს ხიზნები", "სეილემის პროცესი" და ა.შ.

კინოფილმებში: "ძმა", "წიგნი ფიცისა", "საბედისწერო გასროლა" და ა.შ. 

1986 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.