1733169705
„ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა... გარდაცვლილები ადგილობრივები არიან“ - ტრაგედია სენაკში
სენაკში, სოფელ კოტიანეთში, ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
„გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავტომობილს ცხენმა გადაურბინა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
“ქორწილიდან მოდიოდნენ… თურმე, ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილები ადგილობრივები არიან. ამასთან, სამი დაშავებულია და მათი მდგომარეობა ამ დრომდე , მძიმეა”, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ასევე ნახეთ:
მთვარის კალენდარი 2024 წლის იანვრისთვის - თვის ხელსაყრელი და საშიში დღეები
გზამკვლევი ასტროლოგიაში: რა არის მთვარის ნიშანი და როგორ განსაზღვრავს ის პიროვნებას