წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ავარიაში მოყვა

ავარია

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, პირველი მოადგილე, ივანე ბურდული სამსახურებრივი მანქანით ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, წუხელ, გვიან ღამით მოხდა. წალენჯიხის მერიის ბალანსზე არსებულ ავტომანქანას ივანე ბურდული თავად მართავდა, რა დროსაც ის ცხენს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მერის პირველი მოადგილე და მასთან ერთად მანქანაში მყოფი მგზავრი არ დაშავებულან. მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილი, ივანე ბურდულის სარგებლობაში იყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბურდული 19 დეკემბრამდე შვებულებაში იმყოფება და მას კანონით სამსახურებრივი ავტომობილის გამოყენების უფლება არ ჰქონდა.

თავად ბურდულის განცხადებით, მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა. მან ავარიის მიზეზად გაუნათებელი მონაკვეთი დაასახელა.