ტრაგედიით დასრულებული თაფლობის თვე - 29 წლის მამაკაცს აშშ-ში მეხმა დაარტყა და დაიღუპა

ტრაგედიით დასრულებული თაფლობის თვე

აშშ-ში, ფლორიდის სანაპიროზე, 29 წლის მამაკაცს, რომელიც თაფლობის თვეში იყო და პლაჟზე ისვენებდა, მეხმა დაარტყა და დაიღუპა.

29 წლის მამაკაცი კოჭებამდე წყალში იყო შესული, როდესაც მას მეხმა დაარტყა. 

შემთხვევის დროს შტორმი პლაჟიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო და ასეთ დროს, სანაპიროზე მეხის დარტყმა "უკიდურესად იშვიათი მოვლენაა".

დაზარალებული, კრიტიკულ მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.