გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
„მომართვა არ ყოფილა, მაგრამ ფაქტზე რეგულირებამ დაიწყო შესწავლა და შესწავლის შედეგად უკვე გაირკვევა ყველაფერი და გახდება საჯარო. ვერ გეტყვით შუჩერდება თუ არ შეუჩერდება [საქმიანობა] უნდა იყოს შესწავლილი და შესწავლის შემდეგ რაც გამოვლინდება, ამის მიხედვით შესაბამისი რეაგირება იქნება", - ამბობს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმნიანობის რეგულირების სააგენტოს პიარი.
7 წლის ბავშვი, რომელსაც საოპერაციოდ ამზადებდნენ ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა. ოჯახი მომხდარში კლინიკის პერსონალს ადანაშაულებს.