ტრაგედია სოფელ გაგიდაში - ზუგდიდელი ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

პოლიცია ლენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბებიასთან სტუმრად მყოფი 18 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ორ თანატოლთან ერთად იმ ზონაში შეცურა, სადაც მდინარე ენგური შავ ზღვას უერთდება. ორი ახალგაზრდის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თავად 18 წლის ბიჭი ზღვის ტალღამ გაიტაცა.

ახალგაზრდის ცხედარი ზღვამ სანაპიროზე გამორიყა. 18 წლის ახალგაზრდა ზუგდიდიდან იყო. ის აფხაზეთში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

შემთხვევა ოკუპირებულ სოფელ გაგიდაში გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა.