ტრაგედია ორთაჭალაში, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა - სატვირთოს მძღოლი დაკავებულია

სატვირთოს ავარია

ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი მოზარდს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ტრაილერის მძღოლი დააკავეს.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს ავტომობილი, სავარაუდოდ, დაუგორდა. შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

სხვა სიახლეები:

რა ხდება გზებზე - უახლესი ინფორმაცია მძღოლებისთვის

თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა