1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.
„ტელეწამყვანი თამარ მუსერიძე საქართველოს სატელევიზიო ეთერებში 18 წლის ასაკიდან მუშაობს. 31 წლის ასაკში კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როცა აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.
მან ყველაფერი გააკეთა ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად, პროცესში კი აღმოაჩინა არაერთი მტკიცებულება, რომ საქართველოში 1950-იანი წლებიდან ბავშვების გაყიდვის შავი ბაზარი არსებობდა.
თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას.
მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, მაგრამ ჯერაც ეძებს საკუთარს”. – წერს BBC მის შესახებ.
სიაში ასევე არიან აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ადამიანის უფლებათა იურისტი ამალ კლუნი, ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი აიტანა ბონმატი, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ტიმნიტ გებრუ, ლეგენდარული ფემინისტი აქტივისტი გლორია სტეინემი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ამერიკა ფერერა და სილამაზის ინდუსტრიის მაგნატი ჰუდა კატანი.
ასევე ნახეთ:
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა
„კეტო დიეტა არ არის რეკომენდებული...“ - რას ამბობს ზაზა თელია