ტრაგედია აჭარაში: სტიქიას შეწირული ახალგაზრდა, წამებში განადგურებული სახელები და დამტვრეული მანქანები - მძიმე კადრები

ტრაგედია ქობულეთში

ქობულეთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, აღმაშენებლის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ქარმა წააქცია ხე, რომელიც მანქანას დაეცა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მერიის შესაბამისი სამსახურები. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, სახლებს კი სახურავები ახადა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ფიჭვნარის ტერიტორიაზე ტოტი დაეცა მოზარდს, რომელსაც აქვს დაზიანებები კიდურებზე და ის გადაყვანილია კლინიკაში.

მთავარი ფოტო: იმედინიუსი/დარეჯან ჩხიკვაძე