1776887309
თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის დანაყოფები.












