1791917754
თბილისში, კორპუსის მეორე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს მოტეხილობები აღენიშნებოდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული. დამატებითი დეტალები უცნობია.












