პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მეხანძრე-მაშველები ამბობენ, ზოგჯერ დღე შეიძლება ისე გავიდეს, ერთი გამოძახებაც არ იყოს, ზოგჯერ კი დასვენებასაც ვერ ვახერხებთო.
როცა გადამცემით შეტყობინების ხმა ესმით, წამებში მობილიზებულები გარბიან შემთხვევის ადგილზე, სადაც არავინ იცის რა უბედურება ტრიალებს, ან სულაც ცრუ განგაშია... მაგრამ გარბიან იქ, საიდანაც ჩვენ, რიგითი ადამიანები შეშინებულები გამოვრბივართ.
გარბიან და ფიქრობენ დროულ რეაგირებაზე, რომ იმ მომენტში კიდევ ერთი სიცოცხლე გადარჩეს, კიდევ ერთი ბავშვი გადაარჩინონ... და არ ფიქრობენ, იმაზე, რა დაუშავდებათ მათ...
ცალკე საკითხია ემოციების მართვა ყველაზე მძიმე მომენტში, რაც ყველა სიკეთესთან ერთად ცალკე გმირობის ტოლფასია. აქ სიზუსტეა მთავარი. შეცდომა შეიძლება სავალალო იყოს...
ახლა ქვეყანაში ტრაგედიაა. შოვი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი აღარ არსებობს... და ახლა იქ, ჩვენი მაშველები სტიქიის პირისპირ ირძვიან...