„ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს“ - უახლოესი დღეების ამინდის განახლებული პროგნოზი
1751999543
ეს არის პირდაპირი ცენზურა ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გია ბარამიძის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოს“ მიმართ კრიტიკის შემცირების სანაცვლოდ სარგებლის მიღება შესთავაზეს.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს,რომ ბევრისთვის პოლიტიკა გახდა ბიზნესივით, იმიტომ არიან პოლიტიკაში, რომ ფული აკეთონ ვიღაცები ამას „კარგად“ იყენებენ და თავიანთი როლის თამაშით ცდილობენ ფული იშოვონ. ხედავს საზოგადოება რეალურად რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, ვის აღელვებს საზოგადოება და ვის აღელვებს საკუთარი თავი და ჯიბე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, „ლელოს“ შეთავაზებას სარგებლის მიღებაზე „ლელოს“ მიმართ კრიტიკის შემცირების სანაცვლოდ. ამის შესახებ განცხადება გია ბარამიძემ გააკეთა. მმართველი გუნდი რადიკალურ ოპოზიციაში არსებულ პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს.