დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს. ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს შოვში 21 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს დილიდან ნაპოვნია ორი ცხედარი. ერთი მათგანი აღმოჩენილია კოტეჯების ტერიტორიაზე, ის მოზარდია, ხოლო მეორეს სტიქიის ზონიდან ორ კილომეტრში, მდინარე ჭანჭახის ხეობაში მიაკვლიეს. ის მდედრობითი სქესის არის.
21 გარდაცვლილიდან, 4-ის შემთხვევაში, დამატებითი დნმ კვლევა მიმდინარეობს, დანარჩენების შემთხვევაში ვინაობა იდენტიფიცირებულია.
დღეიდან შოვში სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოების არეალი გაფართოვდება. ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მობილიზებულია ათამდე პრიორიტეტულ ადგილზე. მათ შორისაა მჟავე წყლებისა და კოტეჯების ტერიტორია, სადაც სასადილო იყო აშენებული.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „დაგვეხმარეთ! სავალალო მდგომარეობაა...“ - შემაშფოთებელი კადრები გლდანის ერთ-ერთი კორპუსიდან
VIDEO: ნიკოლოზ ხარატისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტი სოციალურ ქსელს იპყრობს