შემზარავი ფაქტი ნიუ-იორკის მეტროში - ქალს ცეცხლი წაუკიდეს, ის ადგილზე დაიღუპა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა

ლენტა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროს მატარებლის ვაგონში, ქალს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალი ბრუკლინში გაჩერებულ F მატარებელში იმყოფებოდა, როდესაც მამაკაცი მიუახლოვდა და მის ტანსაცმელს, სანთებლით, ცეცხლი წაუკიდა.

ბრალდებული მამაკაცი, საშუალო სკოლის სტუდენტების ჯგუფის მითითების შემდეგ, გვიან ღამით, მეტროში დააკავეს.