შემზარავი ავარიის ახალი დეტალები - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

avaria

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, პაციენტი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა. კვლევების ჩატარების შემდეგ, მას სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

'ავტოსაგზაო შემთხვევიდან 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია მოზარდი, პოლიტრავმით, ჰიპოლარიული შოკით. აღენიშნება ინტრაკრანიალური ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, წვივების ღია მოტეხილობა.

ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და მკურნალობა. შემდგომში გადავა სპეციალიზებულ კლინიკაში", - თქვა ექიმმა.


ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ბებია და შვილიშვილი გადადიოდნენ გზაზე, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახათ. ბებია ადგილზე გარდაიცვალა.