"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 32 წლის კაცი გარდაიცვალა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.