1787415599
სენაკში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
სენაკში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის გამო გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია და ავტომობილების გადაადგილება შეფერხებით უწევთ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.











