500, 700 და 800 ლარი ოჯახებს - ცნობილია ვინ მიიღებს ერთჯერად დახმარებას
1790855264
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი წერს, თუ რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული 3 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე.
„ვენერას რეტროგრადული პერიოდი — 3 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე
ვენერა სიყვარულის, სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტაა.
რეტროგრადულ პერიოდში მისი ენერგია თითქოს უკან ბრუნდება და გვიბიძგებს გადახედვისკენ და არა ახალი დასაწყისებისკენ.
ეს პერიოდი გავლენას ახდენს რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროზე:
ფული — შემოსავალი, ხარჯები, შესყიდვები
სიყვარული და ურთიერთობები — ახალი ნაცნობობა, პარტნიორობა, რომანტიკა
კომფორტი — სახლი, დასვენება, სიმყუდროვე
სილამაზე და ესთეტიკა — სტილი, ძვირფასი ნივთები, ფუფუნება
ამ პერიოდში უმჯობესია მოერიდოთ:
• ახალი ნივთების შეძენას ან დიდი ხარჯების დაწყებას;
• სწრაფი და სტაბილური შედეგის მოლოდინს;
• გადაწყვეტილებებს, რომლებზეც მოგვიანებით შეიძლება გადაიფიქროთ;
• იმ ნივთის ყიდვას, რომლის ფასიც ზედმეტად მაღალი გეჩვენებათ;
• ისეთი ნივთების შეძენას, რომლებიც მალე აღარ მოგეწონებათ;
• სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში ახალი პროცედურების დაწყებას.
რისი გაკეთება შეიძლება:
დაუბრუნდეთ ძველ და უკვე გამოცდილ პროექტებს;
განაახლოთ ძველი კავშირები, ურთიერთობები ან იდეები;
გააგრძელოთ ადრე დაწყებული საქმეები;
კვლავ მიმართოთ სპეციალისტებს, რომლებთანაც უკვე გქონიათ კარგი გამოცდილება;
მოაწესრიგოთ ძველი ან არასერიოზული ურთიერთობები;
დაგეგმოთ, შეისწავლოთ და მოამზადოთ ის, რისი დაწყებაც მოგვიანებით გსურთ.
აქტიური ახალი მოქმედებებისთვის უკეთესი პერიოდი 20 ნოემბრიდან იწყება.
13 ნოემბრის შემდეგ ვენერას ენერგია თანდათან წინსვლას იწყებს და სიყვარულთან, ფინანსებთან, კომფორტთან და ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებში მეტი სიცხადე და სტაბილურობა ჩნდება",- წერს იოსელიანი.