თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს ამ დრომდე ეძებენ
1743623687
რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი სააგენტოსთან ჰყვება, 50 წლამდე ქალი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
„ქალბატონი გადმოდიოდა და მანქანა დაეჯახა. მერე გავიგონე დაჯახების საშინელი ხმა, ქალი დაეცა... გონზე იყო სასწრაფო რომ მოვიდა...“, - ამბობს თვითმხილველი სააგენტოსთან.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.