„საშინელება ტრიალებს... 2 შვილი დარჩა“ - რას წერენ ანაკლიაში დაღუპულ 26 წლის ბიჭზე

ანაკლიაში დაღუპული ახალგაზრდა

ანაკლიაში, 26 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. გავრცელებული ცნობით გარდაცვლილი ლევან ჭკადუაა. "საშინელება ტრიალებს... 2 შვილი დარჩა. უპატიოსნესი ბიჭი.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს",- წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ ანაკლიაში, იახტ კლუბის ნანგრევების ტერიტორიაზე მოხდა. ცხედარი უკვე ამოასვენეს.