საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს

შავი ყუთი

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN TÜRK ავრცელებს.

მედიასაშუალების რეპორტიორის ცნობით, „შავი ყუთი“ საქართველოში გადასცეს თურქეთის დელეგაციას და თურქ სამხედროებს, რომლებმაც ის თურქეთში ჩაიტანეს.

მანამდე, გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.