სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოგასამართ სადგურზე მიკროავტობუსის აირბალონი აფეთქდა - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან

policiis lenti

იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში, ავტოგასამართ სადგურზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა მიკროავტობუსის აირბალონი რომლის დატუმბვა/გამართვაც იმ მომენტში მიმდინარეობდა.

საბედნიეროდ, შემთხვევას თან არ მოჰყოლია აალება. მიუხედავად საფრთხის შემცველი სიტუაციისა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმეზე სამართალწარმოება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით.