1766002982
რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა – დაშავდა ერთი ადამიანი
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულზე, ბინაში ბუნებრივი აირი დაგროვდა. სახლში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად მისულმა მუშამ სანთებელა აანთო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა სოკარ გაზ ჯორჯიას ჯგუფიც.












