წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1781206370
რუსთავში, ჩხუბის დროს კაცი გარდაიცვალა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რესტორან „იმპერიაში“ დაწყებული კამათი, გარეთ, ქუჩაში გაგრძელდა. კაცებს შორის საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 45 წლამდე კაცმა სუპერმარკეტის წინ ბეტონის საფარს, სავარაუდოდ, თავი დაარტყა და მძიმე დაზიანება მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.