1764264730
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, რა დროსაც, სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.











