„როგორ ძალიან გვატკინეთ გული... შეძრულია მთელი კასპი...“ - ავარიას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გარდაცვლილი

კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.  გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. 

„შეძრულია მთელი კასპი“ „სამი გიორგი“ „ვერ ვიჯერებ ბიჭებო“ „რაღაც იწყება, და მთავრდება…ხშირად უფრო ადრე, ვიდრე ველით…მთავრდება ისე, რომ ვერც ვიაზრებთ“ ხომ მპირდებოდი მალე გნახავო, ხუციშვილი გიორგი ახლა რანაირად შეასრულებ პირობას სიტყვებსაც ვერ ვუყრი თავს, არ შეიძლება ამის დაჯერება ბიჭებო“. - წერენ კომენტარებში. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხებული იყო.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

„სამი გიორგი...“ - ვინ არიან იგოეთში მომხდარი ავარიისას დაღუპულები

რა ხდება ადგილზე, სადაც უმძიმესი ავარია მოხდა და სამი ადამიანი გარდაიცვალა