„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ბიზნესმენმა და რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ მოსკოვში ყოფილი მეგობარი ქალი, იულია ვანი დაჭრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, იულია ვანი მრავლობითი მოტეხილობით და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუბუტიამ თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ნაჯახი ან ჩაქუჩი გამოიყენა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია სისხლის კვალიც. პუტინისტი ბიზნესმენი პოლიციის მისვლამდე, დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
იულია ვანი ვიდეოს ავრცელებს და თავდასხმის შესახებ წერს. მისი თქმით, ხუბუტიას მას თვეების განმავლობაში ემუქრებოდა.
"გუშინ ღამით ჩემი მკვლელობა სცადეს. დაახლოებით 23:00 საათზე, მიხეილ ხუბუტია ჩემს სახლში ნაჯახით შემოიჭრა, კიდურებში დამჭრა და თავში დამარტყა. იმ დროს, როდესაც ჩვენ ქალიშვილსა და მის ძიძას მეზობელ ოთახში ეძინათ.
2018 წლიდან ურთიერთობაში ვიყავით, გვყავს საერთო ქალიშვილი, 2024 წლის დეკემბერში დავშორდით, რის შემდეგაც ის განუწყვეტლივ მემუქრებოდა, რომ ბავშვს წამართმევდა, ყველა სახის ქონებას ჩამომართმევდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომკეტავდა. არაერთხელ გაიმეორა, რომ ბავშვი არ სჭირდებოდა და ამტვრევდა ჩემს პირად ნივთებს.
ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ, ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობებზე ნაკერი დამადეს.
გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ამბავი. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, რომ ის დაუსჯელი არ დარჩეს". - წერს იულია ვანი.