წლის ბოლომდე ხუთი ზოდიაქოს ნიშანი ნამდვილ სიყვარულს შეხვდება
1728572839
ბაქოში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა.
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები წერენ, ქმარმა ცოლი ჯერ მოკლა შემდეგ კი ცულით ნაწილებად დაანაწევრა.
მოკლული 30 წლის ნაჰიდა ჰასანოვა, აზერბაიჯანული ტელევიზიის Lider TV-ის თანამშრომელი იყო. იგი ტელეკომპანიის ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობდა.
გამოძიების ცნობით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მოკლული მკვლელის ბიძაშვილიც იყო.
„წყვილი რამდენჯერმე არაფორმალურად დაშორდა. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველი დაშორების შემდეგ ახლო ნათესავებისა და ოჯახის წევრების თხოვნით არა ერთხელ შერიგდნენ, საბოლოოდ კი ეს ურთიერთობა მკვლელობით დასრულდა“, - წერენ სოციალურ მედიაში წყვილზე.
ასევე ნახეთ - სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ახალშობილი სანაგვეში გადაადგო