რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
ავსტრალიაში, ახალგაზრდა ქალი ლოდებს შორის თავდაყირა მაშინ გაიჭედა, როცა იქ ჩავარდნილი ტელეფონის ამოღებას ცდილობდა. ამის შესახებ CNN-ი წერს. ქალის ამოყვანა მაშველების გარეშე ვერ მოხერხდა.
სატელეფონო კავშირის არარსებობის გამო, მეგობრებს ნაპრალში ჩავარდნილი ქალის დატოვება და მაშველების გამოსაძახებლად წასვლა მოუწიათ. მთლიანობაში, ამოყვანის სამაშველო ოპერაცია კი 7 საათი გაგრძელდა.
საბედნიეროდ, ქალი მაშველებმა გადაარჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.