პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატები, რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან

სტიქია რაჭაში

შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, რაჭაში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომას ესწრება.

შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა.