1737312489
ონში ავარიას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა
ონში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ონის მუნიციპალიტეტი და მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ონში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 11 წლის თედო (ნიკოლოზ) მეტრეველის სიცოცხლე შეეწირა.
ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ“. – ვკითხულობთ ონის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.