სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1744052094
ოჯახი მამაკაცის ცხედარს ეძებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ერთი თვის წინ, "ვარციხე ჰესიდან" გადახტა. შემთხვევა 2 მარტს მოხდა.
როგორც ოჯახი აცხადებს, 48 წლის ავთანდილ ბოდოკიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მძიმე დაავადების პარალელურად, მამაკაცს ფარული დეპრესია ჰქონდა, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
მათივე ინფორმაციით, ავთანდილ ბოდოკიას 40 წლის ასაკში დაეწყო სხვადასხვა სახის სიმპტომები: უძილობა, შფოთვა, მოძრაობის კონტროლის დარღვევა და ა.შ. თბილისში გამოკვლევის შედეგად ავთანდილ ბოდოკიას ტვინის ატროფია დაუდასტურდა.
სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც ტვინის ატროფიის პარალელურად, დაუდასტურდა ჰანტინგტონის დაავადება. გერმანიაში უშედეგოდ მკურნალობის შემდეგ, კლინიკასთან კონსულტაციები თურქეთში გაგრძელდა.
2025 წლის დასაწყისში, თურქეთში ვიზიტისას დაიგეგმა ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია, ვინაიდან წამლებს არანაირი შედეგები ჰქონდა.
როგორც ახლობლები ჰყვებიან, 48 წლის მამაკაცი, ქუთაისთან ახლოს, ვარციხის ჰესის 10 მეტრის სიღრმის მდინარეში გადახტა. შემთხვევიდან 3 საათში, ჰესის ტერიტორია ფსკერამდე დააშრეს, თუმცა ცხედარი არსად აღმოჩნდა. მთელი თვის განმავლობაში, სამძებრო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობდა, თუმცა ცხედრის ნახვა ვერ მოხერხდა.
მათივე თქმით, პირველ აპრილს ჩატარდა მასშტაბური სამძებრო სამუშაო, შპს "ვარციხე 2005"-მა მისი ყველა (ოთხივე) ჰესი გათიშა, რიონის დამშრალ 25 კილომეტრიან არხში, თავდაუზოგავი შრომით ასობით სამაშველო ჯგუფებმა და მოხალისეებმა დეტალური სამძებრო სამუშაოები განახორციელა, თუმცა გვამის პოვნა ისევ ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები ძებნას დამოუკიდებლადაც განაგრძობენ.
მათი თქმით, სამძებრო ოპერაციები ჩასატარებელია რიონის ათეული კილომეტრის მანძილზე: სამტრედიიდან ფოთამდე.
მასშტაბური ტერიტორიის გამო, ოჯახს სურს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და თხოვნა, რომ სურვილის შემთხვევაში ჩაერთონ სამძებრო სამუშაოებში მოხალისეებად.