მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი იცვლება
1754659025
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს. ამის შესახებ ტუსკმა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განუცხადა.
„არსებობს გარკვეული მინიშნებები და ასევე მაქვს ინტუიცია, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაიყინოს“, – აღნიშნა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დღეს დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ბოლო დღეა. ტუსკის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი კი ძალიან ფრთხილობს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„უკრაინული მხარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ევროპამ, მათ შორის პოლონეთმაც, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და შემდგომ მშვიდობაშიც. ჩვენც დაინტერესებული ვართ მშვიდობა დამყარდეს ჩვენს რეგიონში, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც ძალიან დადებით გავლენას მოახდენს“, – აღნიშნა ტუსკმა.