მწვერვალ შხელდაზე, დაღუპული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

საგანგებოს ვერტმფრენი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია.

ცნობისთვის, მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.