მიწისძვრა მოხდა ფორდოს ბირთვული ობიექტის რაიონში - ირანის სეისმოლოგიური ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ირანის სეისმოლოგიური ცენტრი

ირანის სეისმოლოგიური ცენტრი ფორდოს ბირთვული ობიექტის რაიონში მომხდარი მიწისძვრის შესახებ იუწყება.

მათი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქუმიდან 29 კმ-ის დაშორებით 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 2,5 მაგნიტუდას შეადგენდა. დაზარალებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფორდოს ქარხანა არის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი, რომელიც მდებარეობს მთიან გვირაბებში ირანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ქუმთან ახლოს.

მანამდე ირანში განაცხადეს, რომ ისრაელის საარაკეტო თავდასხმის შედეგად ბირთვული ობიექტის რაიონში აფეთქებები მოხდა.

Tasnim-ის სააგენტოს მონაცემებით, ობიექტზე დაზიანებები არ დაფიქსირებულა. ანალოგიური განცხადება გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც.