დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა სოფელ ქობულეთში. გვიან ღამით, ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა ჯაფარიძეების საცხოვრებელი სახლი.
ოჯახის მეპატრონეს თქმით, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა, როდესაც უცნაური ხმა მოესმა, რა დროსაც მას გაეღვიძა და საძინებელ ოთახში ფერდიდან ჩამოწოლილი მიწის მასა შენიშნა.
"მაშინვე დავუძახე ჩემს შვილს, გავაღვიძე და გავედით გარეთ. დავრეკეთ 112-ში. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელ ოთახში," - აღნიშნა "კურიერთან" საუბარში მინდია ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, გვიან ღამით ადგილზე მოვიდნენ შესაბამისი სამსახურები და მოხდა დაზარალებული ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.
მეწყრის შედეგად დაზარალდა კიდევ 2 ოჯახი, სოფელ ლეღვასა და სოფელ ზენითში.
ასევე ნახეთ:
“ბევრჯერ წავიქცევი და ავდგები იქამდე, სანამ ბოლომდე არ გასახელებთ…” - ნინი შერმადინი