“ბევრჯერ წავიქცევი და ავდგები იქამდე, სანამ ბოლომდე არ გასახელებთ…” - ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი

მომღერალი, ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს: 

"ჩემო უსაყვარლესო ხალხო, მეგობრებო, ნაცნობებო, კოლეგებო, ქართველებო, არაქართველებო, თქვენ მე დღეს იმდენი სიყვარული მაჩუქეთ, იმხელა თანადგომა, რომ არცერთი კონცერტი, რადიო და სელებრითების გვერდით დგომა არ შეედრება. არ არსებობს იმაზე დიდი ჯილდო ჩემთვის, რაც თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. თქვენ მე დღეს მთელი სამყარო მაჩუქეთ! მაჩუქეთ იმედი და ძალა, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში  ნახევარფინალისტები ხვალ გამოვლინდება, მაგრამ მე უკვე ვიცი რომ ჩემი სახელი არ იქნება მაგ სიაში, რადგან ბოლო წამზე შეიცვალა პოზიცია და ვიღაცამ თითქოს პროგრამულად გადამაგდო მეორე ადგილზე, მიუხედავად იმისა რომ არ წყდებოდა ჩემთვის ხმების მიცემა. 

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მე ისედაც ამ პროექტში გამარჯვება თქვენთვის მინოდოდა, რომ გამეხარებინეთ, მეტად გამოგდგომოდით და მეტად გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას, მაგრამ ამით არ დამთავრებულა, კარგი მოთელვა იყო. კიდევ ბევრჯერ ვცდი, ბევრჯერ წავიქცევი და ავდგები იქამდე, სანამ ბოლომდე არ გასახელებთ! ბოლომდე არ ვიტყვი ჩემს სიტყვას მსოფლიო ასპარეზზე! პირობას ვდებ.
 
რაშიც არ უნდა დაგჭირდეთ, გთხოვთ მიგულოთ სულ თქვენს სამსახურში, როგორც რიგითი ოჯახის წევრი, თქვენი და, დედა ან მეგობარი. ჩემი ყველა წარმატება თქვენია!

ამ პროექტში ვერა, მაგრამ დღეს მე გამარჯვებული ვარ, თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ასე იყო, არის და იქნება სანამ ცოცხალი ვარ!
დიდი მადლობა უკლებლივ ყველას! ღმერთმა სიკეთით გადაგიხადოთ უკან ყველა კეთილი სურვილი! ყველა ოცნება აგხდენოდეთ! მიყვარხართ ძალიან! 
მე ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ და ყველაზე ლამაზი და კეთილი ერის შვილი!

გკოცნით და გეხუტებით გულში ყველას დიდი სიყვარულით. მუდამ თქვენი ნინი",-წერს ნინი. 

ასევე ნახეთ:

თბილისის ნაწილს წყალი 20 საათით შეუწყდება - მისამართების ჩამონათვალი

ზაზა მესხის ოჯახს უკანასკნელ გზაზე ვაკის სამების ტაძრიდან გააცილებენ

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ტემპერატურის დაცემა... - სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ