მეოთხე სართულიდან გადავარდნილი ქალის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სასწრაფო

გორში მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.

დაშვებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკაში მას ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.

ექიმების განცხადებით, ქალის მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურად მძიმეა, აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კომბინატის ტერიტორიაზე გუშინ, გვიან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს სარეცხის დაფენის დროს ფეხი დაუცდა და სწორედ მაშინ გადმოვარდა. დაშავებულს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.