პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წუხელ ბათუმში - ავარიას 21 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი ხულო, სოფელი ჩაო და ბათუმი - გარდაიცვალა 21 წლის ინე ცეცხლაძე. ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული... იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები, ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს. გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?
აღარ გვყავს ჩვენი თვალებბრიალა ინეზა....
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული... 21 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის... ალბათ, განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა... მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება,“ - წერს შოთო სიხარულიძე.
„იმ ტკივილს, რაც მე გადავიტანე...“ - რას ამბობს ნინა ხუბუტია წინა ქორწინებაზე