პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანმა ნინა ხუბუტიამ წინა ქორწინების შესახებ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა.
„ვიქნები გულწრფელი. მე ნამდვილად ვნანობ, იმიტომ რომ ზოგადად როცა რაღაც ნაბიჯს დგამ და ის არ გამოდის, ძალიან დიდ სტრესს და დიდ ტკივილს იღებ. ამას ეწირება შენი ჯანმრთელობა, შენი ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რომ ამბობენ მე არ ვნანობ. სანდროსიც მესმის, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას წინა ქორწინებიდან არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს, როგორ შეიძლება ეს ურთიერთობა ინანო.
მე ამ შემთხვევაში, რადგანაც შვილი არ მყავს, მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ ვთქვა, მე ნამდვილად მაქვს სანანებელი. კი ძალიან დიდი გაკვეთილი ვისწავლე, ბევრ რამეზე ამეხილა თვალი, სულ სხვანაირად დავიწყე რეალობის მიღება, მე მაინც ვფიქრობ, რომ მეტი დაფიქრება იყო საჭირო. იმ ტკივილს, რაც მე გადავიტანე, ჩემი მდგომარეობა რაც იყო, ვეღარაფერი ვერ გამოასწორებს, ამიტომ ვნანობ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვნანობ“, - ამბობს ნინა ხუბუტია.
ასევე დაგაინტერესებთ: