„მეგონა, თვითმფრინავი დაიშლებოდა...“ - ძლიერი ტურბულენტობის გამო, Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე 9 მგზავრი დაშავდა

თვითმფრინავი

Ryanair-ის თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის შედეგადაც ბორტზე 9 მგზავრი დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის გამო, თვითმფრინავის ეკიპაჟმა ავარიული დაშვება მემინგემის აეროპორტში განახორციელა, სადაც დაშავებულ მგზავრებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები დახვდნენ.

ბერლინი-მილანის რეისი, სამხრეთ გერმანიის თავზე ძლიერ ჭექა-ქუხილში მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის რყევის დროს, მგზავრები სავარძლებიდან გადმოვარდნენ და თვითმფრინავის სალონის ჭერს შეეჯახნენ.

ერთ-ერთმა მგზავრმა გერმანულ მედიას განუცხადა: "აქამდე არასდროს შემშინებია, მაგრამ იმ მომენტში მეგონა, რომ თვითმფრინავი დაიშლებოდა ან გადატრიალდებოდა".