მძიმე ავარია ქუთაისში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, არიან დაღუპულები

ავარიაა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პარლამენტის ყოფილ შენობასთან, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, ორივე ადგილზევე დაიღუპა.

ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.