გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საჩხერე-ჭიათურის გზაზე.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ ადგილობრივს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.
„კლდე ჩამოინგრა, მძღოლმა აცილება სცადა და ბორდიურს შეასკდა. გზის ამ მონაკვეთზე ყოველ წამს ცვივა ქვები. ყოველ დღე ამ გზას გავდივარ, ფაქტობრივად სიკვდილის გზას გავდივარ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.