ხაშურში, სამსახურიდან მისულ მამას 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარებაში

LENTI

ხაშურში, დღეს დილით, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს.

როგორც "მოზაიკას" უთხრეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედა ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.