„ხანძრის დროს სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო“ - საგარეჯოში დაზარალებული ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

საგარეჯოში დაზარალებული ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჯავახიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა, წუხელ, სოფელ გიოეგიწმინდაში მოხდა.

ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოახერხეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელი მოსტყდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ხანძრის დროს, სახლში იმყოფებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვიც. ცეცხლმა საცხოვრებელ სახლში გაანადგურა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და პირველადი მოხმარების ნივთები.

ჯავახიშვილების ახლობლები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის, თუნდაც მცირე დახმარება, ოჯახს საცხოვრებელი პირობების აღდგენაში დაეხმარება.