თენგიზ შარმანაშვილი „ასავალ-დასავალზე“: რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. არასერიოზული ხალხია

თენგიზ შარმანაშვილი

მმართველ გუნდში „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაწერილ სტატიებს აფასებენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ გაზეთი ინფორმაციას მტკიცებულებების გარეშე აქვეყნებს.

„რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. ეს არის არასერიოზული ხალხი და შეიძლება რაღაც შეკვეთის გამო ან იმის გამო, რომ რაღაც პროპაგანდისტული ნაბიჯი გადადგან, ასეთ რაღაცებს აკეთებენ. მერე, როდესაც მტკიცებულებებზე მიაკითხავენ, ან ისეთ მტკიცებულებას წარმოადგენენ, სადაც თვითონვე ამბობენ: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართალია“, ან თუ პირადად მათ ეხება, ამბობენ: „მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, აი ამისგან გავიგე, აი აქ მითხრეს“, - ამბობს შარმანაშვილი.